INTE1110 საინფორმაციო ტექნოლოგიები 1 (ნინო ლომიძე)
(CSB-IT)

კურსი უზრუნველყოფს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლას, რომელთა გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, სტუდენტთა შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქციული გადაწყვეტილების მისაღებად; ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს შემდეგ თემებს:
- ინფორმაცია, ინფორმაციის საზომი ერთეულები
- კომპიუტერის არქიტექტურა,
- ოპერაციული სისტემა, Windows 10
- ინტერნეტ-ტექნოლოგიები,
- საოფისე პროგრამები
- მასწავლებელი: ნინო ლომიძე
